Sunday, November 10, 2013

რეფლექსია მე-9 დღე


დღეს ავტვირთეთ პორთფოლიო ბლოგზე ,საბოლოო ვარიანტი გადავამუშავეთ .აგრეთვე პრეზენტაციები ვნახეთ სხვა მასწავლებლების,ძალიან საინტერესო პროექტები წარმოადგინეს,წარმატებას ვუსურვებ ყველას განხორციელებაში

Saturday, November 9, 2013

რეფლექსიის მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული. შევადგინეთ მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების კითხვარი, პროექტის პრეზენტაციაში დავამატეთ ბმულები.

Sunday, November 3, 2013

რეფლექსია მე-7 დღე

დღეს გავაკეთეთ უკუკავშირი მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე. შევადგინეთ სუსტი მოსწავლეებისთვის ბუკლეტის დამხმარე შაბლონი. შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების და გაჯეტების დამატება. 

Saturday, November 2, 2013

მე 6 დღის რეფლექსია

განვიხილეთ მე 5 მოდული. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. მოვახდინეთ მოსწავლის ნაშრომზე უკუკავშირი. შევისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს გამოქვეყნება და სხვა ტექნიკური საკითხები.

Saturday, October 26, 2013

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მესამე მოდულის აქტივობა - ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება; მეოთხე მოდული - სასწავლო ნიმუშების შექმნა. გავიაზრეთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ საავტორო უფლებებისა და მასალების გამოყენების წესების ცოდნა; თუ როგორ შეაფასონ მათ ვებგვერდის შინაარსი კრიტიკულად და განსაზღვრონ მისი რელევანტურობა და სიზუსტე. განვიხილეთ ვებგვერდის შეფასების რესურსები. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში.

პროექტის პრეზენტაცია